დღესასწაულები
Thursday, February 13, 2020
დღესასწაულების შესახებ
ახალი წელი საქართველოში წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის. მოსახლეობა ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებით და მიზნებით ეგებება სადღესასწაულო სუფრის ან ზეიმის ფონზე.
ახალი წლის ტრადიცია საქართველოში
ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია და ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს მას. ადგილობრივები საახალწლო სამზადისს ორი ან ერთი თვით ადრე იწყებენ, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურად აღნიშნონ. და, თუ თქვენ ჯერ ისევ არ იცით სად გაატაროთ ახალი წელი ზღაპრულად, გაეცანით ჩვენს სტატიას, სადაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ.
ქართული კერძები, ტრადიცია, გართობა, ზეიმი, მხიარულება მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების წრეში და ახალი წლის ღამეს მეტი არც არაფერი სჭირდება იდეალურობისთვის.
ასე რომ, ჩვენ მზად ვართ გიამბოთ მეტი თუ როგორ აღინიშნება ახალი წლის დაუვიწყარი ღამე საქართველოში.
წლის ბოლო და ყველაზე „ფერადი“ თვე, დეკემბერი, საახალწლო დეკორაციებში მორთული ქალაქით ხვდება ახალ წელს. ყველა საახალწლო სამზადისში ერთვება და თვალებანთებულები ახალ წელს ელიან. დეკემბერში საახალწლო ღონისძიებები, დღესასწაულები და გართობის უამრავი საშუალება ერთად იყრის თავს, რომ წლის ბოლო ბედნიერად დასრულდეს.
საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში ხვდება. ამიტომ, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია ახალი წლის სუფრა იდეალურად გამოიყურებოდეს, იყოს ტრადიციული კერძებით და ტკბილეულით გაწყობილი.
იცით მაინც რას გულისხმობს ნამდვილი წინა საახალწლო სამზადისი? საახალწლო საჩუქრების მომზადებას, პროდუქტების შეძენას, ქალაქში დიდ საცობებსა და გრძელ რიგებში პურის შესაძენად საათობით დგომას, და სიხარულით გაწყობილ საახალწლო სუფრას.
31 დეკემბერი
ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან ის ძირითადად ტრადიციულად არის გაწყობილი. გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება ქართველების საყვარელი ტკბილეულია. ისეთი ტრადიციული კერძები და ტკბილეული,როგორიც არის საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და გოზინაყი აუცილებელი ელემენტია საახალწლო სუფრისთვის.
როგორც კი, სუფრა მზად არის და საახალწლო ღონისძიებები იწყება, ახალი წლის დადგომის სურვილიც სულ უფრო და უფრო იზრდება. ხოლო, როდესაც საათი თორმეტს ჩამოკრავს ყველა ერთმანეთს ულოცავს ახალი წლის შემობრძანებას.
ახალი წლის პირველ დღეს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ღამისთევით ხვდება. ყველაზე დიდი დღესასწაულის აღნიშვნას 1 იანვრის ღამის წუთებზე იწყებენ და რამდენიმე დღე აგრძელებენ მხიარულებას.
2 იანვარი - ბედობა
2 იანვარი საქართველოში ბედობის დღეა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს როგორც გაატარებ მთელი წელი ისე დაგებედება. ამიტომაც, ყველა ცდილობს ბედნიერება, სიხარული და სიმშვიდე დაიბედოს. დღის მთავარი გმირი კი არის „მეკვლე“, პირველი ადამიანი რომელიც სტუმრობს ოჯახს 2 იანვარს. ამბობენ, მეკვლეს დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ იქნება ქართულ ტრადიციულ ოჯახში. მეკვლეც და მასპინძელიც ერთად იბედებს ბედნიერებას და აღნიშნავს ახალ წელს.
ძველით ახალი წლის ტრადიცია საქართველოში წლებია არსებობს. ძველით ახალ წელს საქართველოში 14 იანვარს აღნიშნავენ, თუმცა 1 იანვართან შედარებით ნაკლებად ემზადებიან ამ დღისთვის. ქართველები, ძველ წელს 14 იანვარს აღნიშვნით აუცილებელ და ახალ წელს ხვდებიან ახალი შემართებით.
საქართველო სხვა დანარჩენი ქვეყნებისგან განსხვავებული ტრადიციითა და საახალწლო სამზადისით გამოირჩევა.
როგორც ამბობენ, ახალი წლის ღამეს სასწაულები ხდებაო. ამიტომაც, გვჯერა, რომ ახალი წლის ღამეს ჩაფიქრებული ოცნებები აუცილებლად აგისრულდებათ!
ქრისტეს შობა
ხორციელი შობა იესო ქრისტესი - (7 იანვარი ახ. სტ., 25 დეკემბერი ძვ.სტ.) - ქრისტეს შობის წინ რომის იმპერატორმა ავგუსტომ გამოაცხადა მოსახლეობის ღწერა. ყველა იმ ქალაქში ან სოფელში უნდა წასულიყო, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. იოსებიც და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელიც ორივე დავით მეფის შთამომავალნი იყვნენ და ამიტომ იერუსალიმის ბეთლემში წავიდნენ, სადაც ცხოვრობდა დავით წინასწარმეტყველი.
მართალმა იოსებმა მარიამი შესვა სახედარზე და გაუდგა გზას იერუსალიმის ბეთლემისაკენ.
ბეთლემამდე ვერ მიაღწიეს. სოფლის ახლოს ასტკივდა მუცელი წმ. მარიამს და იოსებმა გამოქვაბულს შეაფარა იგი, რადგანაც სასტუმროებში ადგილი არ აღმოჩნდა მათთვის. ქრისტეს შობის დროს მთელი გამოქვაბული მოიცვა უჩვეულო ნათელმა. როცა იგი გაფერმკრთალდა, გამოჩნდა ყრმა, რომელიც უკვე ძუძუს სწოვდა.
გამოქვაბულს, რომელშიც იშვა ქრისტე, სამეფო მწყემსები საქონლის სადგომად იყენებდნენ ხოლმე და ამიტომ მას გომურადაც მოიხსენიებდნენ. გომურიდან ნახევარი საათის სავალ მანძილზე ყოფილა ძელი, რომლის სიახლოვეს ერთ დროს მამის ფარას მწყემსავდა დავით მეფსალმუნე. ქრისტეს შობისას სწორედ ამ ადგილას იყვნენ მწყემსები და ღამით თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. და აჰა, უფლის ანგელოზი გამოეცხადა მათ და უთხრა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებთ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა. რამეთუ იშვა დღეს თქუნდა მაცხოვარი, რომელი არის ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისასა, და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხუეული და მწოლიარე ბაგასა“. მეყსეულად გაჩნდა ანგელოზთან ციურ მოლაშქრეთა ჯარიც, რომელნიც ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ, და კაცთა შორის სათნოებაჲ“. როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა ბეთლემს მიაშურეს და იხილეს მარიამი, იოსები და ყრმა იესო, ბაგაში მწოლიარე.
კაცობრიობის ისტორიაში მაცხოვრის შობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგანაც მეორე საუკუნის წმ. ირინეოს ლიონელის მიხედვით, „ღმერთი განკაცდა, რათა ჩვენ ღმერთ ვიქმნეთ“, ხოლო წმ. პავლე მოციქული დაამატებს, რომ ღმერთი დამდაბლდა ადამიანამდე, ანუ ზეცა დაეშვა დედამიწაზე, ადამიანმა ზეცად ასვლა რომ შეძლოს.
ნოვრუზ ბაირამი
21 მარტს, მრავალი სხვა ქვეყანის მსგავსად, ნოვრუზ ბაირამი საქართველოშიც აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მილოცვაში წერია, რომ პრეზიდენტისათვის ნოვრუზ ბაირამი ისეთივე ახლობელი და ძვირფასია როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. "დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თავლით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს. ნოვრუზი ოჯახური დღესასწაულია და მეც, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება", – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
მარნეულში სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა ნოვრუზის აღსანიშნად სადღესასწაულო კუთხეები მოაწყო. გაიმართა კონცერტი და სპორტული შეჯიბრები. ნოვრუზ ბაირამის მისალოცად მარნეულში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, მიხეილ მაჭავარიანი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თამარ კინწურაშვილი ჩავიდნენ.
ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც.
ნოვრუზი – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ოდითგანვე 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიციცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.
ნოვრუზის დღესასწაული, როგორც წესი, სამ დღეს გრძელდება. ნოვრუზის დადგომამდე თვის ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას "უსკუსაც" უწოდებენ. ბოლო ოთხშაბათის წინა დღეს (სამშაბათს) სასაფლაოზე გადიან. მამაკაცები სურა "ფათიჰას" კითხულობენ, ხოლო ქალებს ხალვა, ფლავი და სხვადასხვა საჭმელი გააქვთ საფლავებზე. ნოვრუზის დღეს კი, საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის ოჯახები მოინახულონ, თუმცა ნოვრუზის დღესასწაულზე დამწუხრება ცოდვად ითვლება. ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხსა და სხვადასხვა საკვებს ხელმოკლე ოჯახებს უნაწილებენ; ამავდროულად ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ.
გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.
გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.
ამ დღის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით:
ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,
მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნoვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,
მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნoვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა
კვლევის ანალიზი
მოგესალმებით ჩვენ დღესასწაულების შესახებ კითხვარი გავაკეთეთ და 12 ადამიანმა გვიპასუხა. კვლევიდან გამომდინარე შეგვძლია ვთქვათ, რომ ყველაზე პოპულარული დღესასწულები არის ახალი წელი და ნოვრუზ ბაირამი რადგან უმეტესი ნაწილი ასე ფიქრობს ეს კი პასუხების 36,5 % წარმოდგენს. გამომკითხველებს შორის ტრადიციული დღესასწაული არის ნოვრუზ ბაირამი რადგან ისინი აზერბაიჯანელები არიან და ესდაახლოებით 64 % არის. ასევე უმეტესი ნაწილი 90,9 % ახალ წელს აღნიშნავს რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. მ12 ადამიანიდან 6 ადამიანი ფიქრობს რომ ახალ წელს შემჭვარი ინდაური, ნოვრუზ ბაირამში კი დოლმა პოპულარულია. საცივი კი მხოლოდ და მხოლოდ შობაში პოპულარულია.
ფოტო გალერეა
ჩვენს მიერ გადაღებული სურათები
ახალი წლის სურათები
ნოვრუზ ბაირამის სურათები
შობის სურათები
ახალი წლის და შობის კერძები
ნოვრუზ ბაირამის კერძები
ახალი წლის სურათები
ნოვრუზ ბაირამის სურათები
შობის სურათები
ახალი წლის და შობის კერძები
ნოვრუზ ბაირამის კერძები
რუკა
ახალ წელს ქალაქის ყველაზე ლამაზი ადგილი
ყველაზე გამორჩეულად აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამს მარნეულში და მისი გარშემო თემებში
ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სომხები ყველაზე ლამაზ შობას აღნიშნავენ ნინოწმინდაში
პროექტის შესახებ
ჩვენი პროექტის მიზანი არის სხვადასხვა საინტერესო დღესასწაულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ჩვენს ბლოგში მთავარი დღესასწაულები არის ახალი წელი, შობა, ნოვრუზ ბაირამი. ბლოგში როგორც ონლაინ რესურსებიდან აღებული ინფორმაციები, ასევე ბლოგის ავტორების მიერ გამოქვეყენებული ინფერმაციები არსებობს. ახალი წელი - ახალ წელს აღნიშნავენ თითქმის ყველა ქვეყანა თუმცა არსებობს რამოდენიმე გამონაკლისი რომლებიც აღნიშნავენ სხვა დროის მონკვეთში.უმრავლესობამ კი აღნიშნავს 31 დეკემბერს, ანუ როდესაც ჩვენი პლანეტა ერთი სრული ბრუნვას ასრულებს მზის გარშემო.1-ლი იანვარიდან კი უკვე ახალი წელი იწყება და სწორედ ამაზე ზეიმობენ მოსახლეობამ. შობა - შობას ძირითადად აღნიშნავენ ქრისტიანები რომელიც ორად გაიყოფა აღნიშვნის რიცხვები, მართმადიდებლური და ქათოლიკური.ქათოლიკური ქრისტიანები აღნიშნავენ 25 დეკემბერს მათი აზრით იესო ქრისტემ დაიბადა 25 დეკემბერში. მართმადიდებლური ქრისტიანები და ასევე საქართველოში მყოფი ქრისტიანების უმრავლესობაც კი აღნიშნავს 7 იანვარს. ნოვრუზ ბაირამი - ნოვრუზ ბაირამი უძველესი ტრადიციული ბაირამია რომელიც ძვ.წ 5 ათასი წლიდან დღემდეა გამორჩენილი.დღესდღეობით ძირითადად აღნიშნავენ აზერებაიჯანელები და ქურთები.ნოვრუზ ბაირამი არა რელიგიური დღესასწაულია. ნოვრუზ ბაირამი გამოიყოფა 4 კვირით და ყოველ კვირის სამშაბათობით აღნიშნავენ თითო ელემენტს ცეცხლი,წყალი,ქარი და მიწა.დღესასწაულის მთავარი რიცხვები კი 21-22 მარტია.
Subscribe to:
Posts (Atom)